დამრიგებლის პორტფოლიო. ხობი. ნოჯიხევის #2 საჯარო სკოლა

суббота, 6 мая 2017 г.

თამაშით სწავლა




მეოთხეკლასელებმა  რამდენმე პროგრამა  კარგად  იციან. dvolver, leaningapps, voki, მათთვის  იოლი აღმოჩნდა

вторник, 3 января 2017 г.

თავისუფალ დროს







თავისუფალ  დროს მშობლებთან  ერთად   განტვირთვა  მშვენიერი  სახალისო  ამბავია. 

კაფეში by Slidely Slideshow

10 მცნება მშობელთათვის


საზოგადოებაში ქცევის წესები





   საზოგადოებაში  ქცევის  წესებს  გადავაწყდი    ინტერნეტში (იხ.წყარო) და  ჩემი  მოსწავლეებისთვისაც  წამოვიღე.  ერთი  შეხედვით, ძნელია  წესებით  ცხოვრება, მაგრამ  თუ  კარგად  დააკვირდებით, არაფერი  რთული და  მოუხერხებელი  ამაში არ  არის. ვისაც სურს  ნამდვილ  ქალბატონად  ან  რაინდად  ჩამოყალიბდეს, მშვენიერი   მითითებებია.






понедельник, 2 января 2017 г.

რას უნდა ვუყუროთ





აქ თავმოყრილია   თქვენთვის  საინტერესო ანიმაციური  ფილმები. ვფიქრობ, თვისუფალ  დროს  სიამოვნებით  გაერთობით.

воскресенье, 7 августа 2016 г.

სასწავლო წელი დაიწყო.




    დიახ, ამჯერად  მეოთხე  კლასის  დამრიგებელი  ვარ.  მესამე  საფეხურზე  სწავლების შემდეგ, ვფიქრობ,  გამოწვევაა  ეს  ჩემთვის. სკოლაში  მუშაობა  სწორედ  მეოთხე  კლასელებთან დავიწყე, მაგრამ  ეს  იყო ძალიან  დიდი  ხნის  წინ, მას  შემდეგ  ბევრი  რამ  შეიცვალა  და  მომიწია   ბევრი  რამის თავიდან  შეხსენება  და  სწავლებაც.
ვეცადე,  მოწესრიგებული  სასწავლო  ოთახი  დამეხვედრებინა. შევადგინე  სამუშაო  გეგმა. გადავხედე  პირად  საქმეებს. მოკლედ, მოვემზადე. პირველი, რაც  გავაკეთეთ, სახელმძღვანელოები  გავანაწილეთ. ამ  ხერხით  ვანაწილებ  მერამდენე  წელია  და  უნდა  გითხრათ, მოსწონთ  მოსწავლეებს. ამათთანაც  იგიგვე  გავაკეთე.  საქმე  მარტივია. სტიკერებზე  ვწერ  სახელმძღვანელოთა  ნომრებს, ვკეცავ . შემდეგ  ვთხოვ  აიღონ  სასურველი. გამოდის, რომ  თვითონ  ირჩევენ, მე  არაფერ  შუაში  ვარ :).   შემდეგ  თვითონვე  ანაწილებენ. ამ  სურათზე  სწორედ  ეს  პროცესია. მათე  კითხულობს  სახელძღვანელოზე  ნომრებს, ნომრის  პატრონი  იღებს  წიგნს.